გურამ მაჭარაშვილი „ქართულ ოცნებას" ტოვებს და სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფს უერთდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას" ტოვებს და პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით განაგრძობს.

მისი თქმით, გუნდს ტოვებს იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას იმ დეპუტატების მსგავსად, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს.

„მსოფლიოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები, განსაკუთრებით მას შემდგომ რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და საზოგადოებაშიც ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, დავრწმუნდი იმაში, რომ სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

ჩემი დღევანდელი პოზიცია, რასაც ჰქვია ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა, შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომ საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას. გუნდის წევრებს რომ უხერხულობა არ შეექმნას პოლიტიკური კონინუქტურის გამო, მივიჩნიე საჭიროდ, რომ დავტოვო ფრაქცია და კოლეგებთან ერთად საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მანამდე სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართულ ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობი დატოვეს.